პირველი სამსახურის ტკივილი და ხრიკები თუ როგორ დავძლიოთ ის
- Elene Tedoradze
- Jul 19, 2024
- 2 min read
Updated: Aug 25, 2024

ახლა ეს სიტყვები მისთვის იკრიბება, ვინც სულ ახლახანს გადაწყვიტა, გადაეშვას დიდი დამოუკიდებლობის ქარაფებში. ვინც უახლოეს მომავალში გეგმავს, კისრიდან გდაიგდოს მშობლის, ან ნებისმიერი სხვა მფარველის უღელი.
ვინც პირველი სამსახურის დაწყება მოისურვა და ისიც არ იცის, საიდან დაიწყოს.
გეტყვი, სამსახურის ძიება ყოელთვის სირთულეებითა და გამოწვევბითაა დატვირთული, ასე ხდება მაშინაც კი როცა, მინიმუმ, 5 წლიანი გამოდილება გაქვს ერთ კონკრეტულ სფეროში. არაფერს ვამბობს იმ შემთხვევაზე, სულ ახლახანს რომ დაიწყე კარიერის შენება.
დიახ, მარტივი არაა,
მაგრამ როგორც ჩემი ქართულის მასწავლებელი იტყოდა, “მარტივი ფაფის ჭამაა”
დამიჯერე, სირთულის მიუხედავად, შესაძებელია, რადგან თუ ათიათასობით ადამიანმა შეძლო, არაფრისგან შეექმნა ყველაფერი, ესე იგი, შენც შეგიძლია.
ამიტომ ახლა შევეცდები, ამ გზის დაწყებაში აქვე დაგეხმარო.
არსებობს რაღაცეები, რაც აუცილებლად უნდა იცოდე:
გაამზადე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი
მკითხავ რეზიუმეში რა უნდა ჩავწეროო, მიუთითე ის აქტივობები, რომლებსაც სკოლაში მოღვაწეობისას სჩადიოდი. ეს იქნება მოხალისეობა თუ სხვა მსგავსნი.
დაუკვირდი შენს ინტერესებსა და უნარებს მანამ, სანამ ძიებას შეუდგები.
მართალია, სამსახურის ძებნის პირველ ეტაპზე, მაშინ როცა არ გაქვს, არც სათანადო განათლება და მითუმეტეს გამოცდილება, რთულია, სამსახური ინტერესების მიხედვით ეძებო, მაგრამ გახსოვდეს,
თუ სკოლაში სპორტის გაკვეთილზე თამაშისას გიმარტივდებოდა, თანაკლასელები დაგერწმუნებინა, სწორედ ის თამაში ეთამაშათ, რომელიც შენ გსურდა, მაშინ ზუსტად ვიცი, გაყიდვები დაგაინტერესებს. ისიც მჯერა, წარმატებასაც მარტივად მიაღწევ ამ სფეროში, რადგან დარწმუნების უნარი ერთ-ერთი უძვირფასესი ნიჭია.
თუ ნებისმიერ მოკვდავთან ყოველთვის მარტივად შეგეძლო კომუნიკაციის გაბმა, ნებისმიერ ადგილას, სადაც უშუალო კონტაქტი მოგიწევს მომხმარებელთან, თავს ისე იგრძნობ, როგორც თევზი წყალში.
თან თუ ნევროზი არ გაქ, კონსულტანტადაც იმუშავებ, დასაწყისისთვის არაუშავს.
არ დაგავიწყდეს, ყოველთვის გამოცდილებას აგროვებ და შენს დიად მიზნებთან საკმაოდ დაშორბული საქმეც კი, უსათუოდ, დაგიტოვებს განუსაზღვრელ გამოცდილებას. ისეთს რომ, სამომავლოდ არა ერთ საქმეს გაგიადვილებს.
მოიძიე ინფორმაცია გასაუბრების სტრუქტურის შესახებ
ინფორმაციის ძიება, გამოცდილების მიღება არასდროს დაიზარო. მოარისერჩე თუ რა სტილით წარმართავენ HR მენეჯერები გასაუბრებას. გაარკვიე, რომელია ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები, რა პასუხებს ელიან შენგან და სტანდარტული ტექსტის გამოყენების ნაცვლად ეცადე, იყო განსხვავებული, დასამახსოვრებელი.
პრიორიტეტად აქციე გამოუცდელობა
დამიჯერე, დღევანდელი მონაცემებით შენი ემოციური ინტელექტი და ეგრედ წოდებული Soft skill-ები ბევრად მეტი მნიშვნელობის მატარებელია, ვიდრე გამოცდილება, ამიტომ შეგიძლია, გამოუცდელობა შენს მოტივაციის წყაროდ წარმოუდგინო მსმენელს. დაანახე, რომ ხარ ის, ვისაც სურს გამოცდილების დაგროვება და ორიენტირებულია თვითგანვითარებაზე. ჯანსაღი კომპანიებისთვის სწორედ ესაა ის, რაც კანდიდატს უპირველესყოველისა უნდა გააჩნდეს.
სამსახურში მისვლის შემდეგ ხშირად დასვი შეკითხვები
შეკითვების დასმა არა მხოლოდ საკუთარი საქმის უკეთ ათვისებაში დაგეხმარება, არამედ ეს არის საუცხოო საშუალება ახალი კომუნიკაციების დასამყარებლად. ამგვარად, იმასაც შეძლებ, უკეთ გამოარკვიო ზუსტად რა მოვალეობები გაკისრია,
გაიზიარებ სხვების გამოცდილებას, დაწიყებ უცხოებთან კომუნიკაციას. ასე რომ, თავი არ შეიკავო გააჟღერო ფრაზები და ჩაება საუბარში.
გაიაზრე, რომ ბევრი სიახლეა, მაგრამ არ შეგეშინდეს
ახალ სამსახურს ახალი ადამიანები ახლავს თან. გახსოვდეს, შესაძლოა, ბევრ სირთულეს წააწყდე. შეიძლება, პირველი ერთი კვირის განმავლობაში ვერ აღმოაჩინო ის ადამიანი, რომელსაც სამსახურში დაუმეგობრდბი და ყოველდღიურ ყოფას შეგიმსუბუქებს, მაგრამ ეს დროც მოვა, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია.
პირველი სამსახური, პირველი დღე, პირველი ემოცია, რომელიც ახალ პასუხისმგებლობას ახლავს სტრესულია, თუმცა იცოდე, ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეგიძლია.
მოკლედ, არ შეგეშინდეს წარმოაჩინო, თუ ვინ ხარ შენ და საკუთარ თავს მისცე თავისუფლების, ბედნიერების ფუფუნება, რაც ავტომატურად მოიაზრებს დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას.
გახსოვდეს, შენ ხარ როკსტარი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია.
სამსახურის ძებნა კი საიდან უნდა დაიწყო, ალბათ, იცი. Awork.ge
Comments